2008 წლის ომის მონაწილე ჯარისკაცის მირზა მალაზონიას ოჯახს, რომელსაც 2016 წლის 8 მარტს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა საჩუქარად ბინის გასაღები გადასცა, ბინა ამ დრომდე არ მიუღია.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის საჩუქარი არც მაშინ გააფორმეს და არც ახლა უკანონებენ. ოჯახს რამდენიმე ფოტო და სტატიები შემორჩა, თუ როგორ გაახარა მინისტრმა შინდისის ბრძოლის გმირის ოჯახი.
თავდაცვაში ამბობენ, რომ სამხედრო კონტრაქტის არარსებობის გამო მალაზონიასთვის ბინის გადაცემის ვალდებულება არ აქვთ.
მყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ბინების დაკანონება ვერ მოასწრო, თავდაცვის ახლანდელი ადმინისტრაცია კი მას ადანაშაულებს. იურიდიული სამსახურის უფროსის თქმით, მირზა მალაზონიას მძიმე დაზიანება არ მიუღია.
გადარჩენილი გმირის ოჯახი სასამართლოში ჩივილსაც არ გამორიცხავს, თუმცა მხოლოდ გასაღებით და რამდენიმე ფოტოთი სიმართლის დამტკიცებას რამდენად შეძლებენ, არ იციან.
ავტორი: გვანცა სუთიძე.