ჯარისკაცები, რომელთაც სამხედრო კონტრაქტის მიხედვით სახელმწიფოსგან ახალი ბინების მიღება ეკუთვნით, რამდენიმე წელი ფუჭი ლოდინის შედმეგ, კუთვნილი საცხოვრებელი ბინის მისაღებად იძულებული გახდნენ, სასამართლოსთვის მიემართათ.
მოსამართლემ მათი სარჩელი დააკმაყოფილა, სამინისტრომ კი ამ სამხედროებს ბინები თბილისის ნაცვლად, თელავში გადასცა, რომლებიც, უმეტეს შემთხვევაში სავალალო მდგომარეობაშია. უფრო მეტიც, ხშირად იქ უკვე ათეულობით წელია სხვა ადამიანები ცხოვრობენ და ჯარისკაცები იძულებულნი ხდებიან, მათ გამოსახლებას დაელოდონ.
თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლიდან დღემდე 1 273 წარსულში კონტრაქტით მომსახურე სამხედრო პირია დაკმაყოფილებული. ამათგან 1 272 პრის ბინა თბილისში, აბაშვილის ქუჩაზე გადეცა და მხოლოდ ერთ ოჯახს ახალციხეში.
რატომ სთავაზობს სამინისტრო 21 პირს ბინებს თელავში – თავად ჯარისკაცები თვლიან, რომ სწორედ სასამართლო პროცესის გამო, სამაგალითოდ დასაჯეს.
სასამართლო დავა ჯარისკაცებმა 2 წლის წინ მოიგეს, თუმცა ამ ხნის მანძილზე თავდაცვის სამინისტრო სასამართლო გადაწყვეტილებას არ ასრულებდა, ხოლო თბილისში მშენებარე ბინებს საკუთარი შეხედულებისამებრ ანაწილებდა.
გენერალურ შტაბში სპეციალური კომისია 2016 წლის 22 სექტემბერში შეიკრიბა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად თავისუფალი ფართების თელავში მოძიება დაიწყო თუმცა 3 დღით ადრე 90 ბინა სხვა სამხედროებს თბილისში, ახალ სამხედრო ქალაქში გადასცეს.
ავტორი: თაკო მესხი.