ამ წუთებში მეხანძრეები ბავშვთა სამყაროს შენობაში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის 3 საათისთვის გაჩნდა და მეხანძრეები თითქმის ხუთი საათია უკვე ადგილზე მუშაობენ.
ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დამწვარია. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ასევე ზარალის ოდენობა. დიდუბის გამგებლის თქმით, ზარალი სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი იქნება.