რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შეზღუდვაა დაწესებული გომბორი-ვაზიანი- თბილისის საავტომობილო უღელტეხილზე. გუშინ საღამოს ტემპერატურა - 11 გრადუსამდე დაეცა, რის გამოც, საგზაო სამსახურმა მძღოლებს გადაადგილება შეუზღუდა.
ამ მიმართულებით მგზავრობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული.
ადგილზე საპატრულო პოლიცია მორიგეობს, რომელიც ავტომანქანების მიმოსვლას არეგულირებს.