06 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
მეხანძრეები "ბავშვთა სამყაროს" შენობაში ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ 

მეხანძრეები ბავშვთა სამყაროს შენობაში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ამ წუთებში ისევ ცდილობენ. ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის სამი საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და მთლიანად დაიწვა.

დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც ბავშვთა სამყაროს სავაჭრო ცენტრში ვაჭრობდნენ. ადგილზე ხანძრის რამდენიმე კერა კვლავ არსებობს. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

თითქმის სრულად არის დამწვარია ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობა. ასევე დამწვარია საბითუმო ბაზრობის ტერიტორიაც.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან დაზარალებულები. მათი თქმით, შენობაში ოქროს ნივთებს ინახავდნენ. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ჯერ ბაზრობას გაუჩნდა, შემდეგ კი ბავშვთა სამყაროს მოედო.

თბილისის დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ადგილზე მობილიზებული არიან როგორც სახანძრო, ასევე საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. 

მისივე განცხადებით, ზარალის ოდენობა საკმაოდ დიდი იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რა ვერსიები აქვს გამოძიებას, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები