06 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
დამწვარი "ოქროს სამყაროს" მოვაჭრეების თქმით, შენობაში დიდი რაოდენობოთ ოქრო ინახებოდა

ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა. როგორც ცნობილია შენობაში ძირითადად ოქროულობით ვაჭრობდნენ. დამწვარი ოქროს სამყაროს მოვაჭრეების თქმით, შენობაში დიდი რაოდენობოთ ოქრო ინახებოდა. 

ათეულობით დაზარალებული მიყენებული ზარალის ოდენობაზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს. როგორც ცნობილია, ოქროულობის საწყობებიც სწორედ ამ შენობაში იყო განლაგებული.  

„არცერთი არ ასხამს იქ წყალს, მეუბნებიან, რომ იცავენ, იქ გადაიღეთ მე ნუ მიღებთ. მილიონობით ადამიანის ოქროა იქ შენახული,“ - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. ჯერჯერობით მიყენებულ ზარალზე და ხანძრის გამომწვევ მიზეზზე საუბარი ნაადრევია. ისინი შენობაში შესვლას მას შემდეგ შეძლებენ, რაც მეხანძრეები ცეცხლის სრულად ჩაქრობას უზრუნველყოფენ.

როგორც ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დღის ამბები