01 ოქტომბერი 2024,   08:23
ვრცლად
ხანძრის შედეგად დაზიანებული "ბავშვთა სამყარო" - დამწვარი შენობის ნაწილი ჩამოიშალა

ბავშვთა სამყაროს შენობა ავარიულია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად შენობის კონსტრუქცია დაზიანდა.

დამწვარი შენობის ერთი ნაწილი ჩამოიშალა. შენობის სხვა ნაწილის ჩამოშლის საფრთხე კვლავაც არსებობს. 

მეხანძრეებს მუშაობა ამ დრომდე არ დაუსრულებიათ. ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა მეხანძრეები მცირე კერების ლიკვიდირებას ახდენენ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. ისინი ადგილის შესწავლას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც სახანძრო-სამაშველო სამსახურები მუშაობას დაასრულებენ. 

დღის ამბები