01 ოქტომბერი 2024,   08:13
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროში" გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას ერთი მეხანძრე დაშავდა

ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას ერთი მეხანძრე დაშავდა. კურიერის ჟურნალისტის ინფორმაციით, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მეხანძრეს მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია. 

ხანძრის შედეგად ​დაზარალებულია ათეულობით ადამიანი, მთლიანად დამწვარი ბავშვთა სამყარო. შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა.

შენობაში ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამაშველო ბრიგადებმა 8 საათის შემდეგ შეძლეს, თუმცა მეხანძრეები ამ წუთებში ცალკეული კერების ჩაქრობას ცდილობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები