06 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
„სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი მოვიდეს და გასცეს პასუხი ამ ხალხს" - ნიკა მელია დაზარალებულ მოვაჭრეებს ხვდება

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ბავშვთა სამყაროს დაზარალებულ მოვაჭრეებს ხვდება. მისი თქმით, სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი უნდა მივიდეს და გასცეს პასუხი ხალხს. 

მოვაჭრეები კედლის დემონტაჟს და იმ სეიფების ჩვენებას ითხოვენ, სადაც ოქრო ინახებოდა.

„სად არის სახელმწიფო, მოკვდა სახელმწიფო,“- აცხადებენ დაზარალებულები. 

ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დამწვარია. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ. 

ნიკა მელიასთან ერთად ადგილზე იმყოფება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი მარიკა დათუკიშვილი. 

დღის ამბები