06 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
დააფიქსირეს, რომ ოქრო სადაც ინახება, დაცულ მდგომარეობაშია - სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი

ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის თქმით, შეეცდებიან, რომ ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძარი დღის ბოლომდე ლიკვიდირებული იყოს.

„მიმდინარეობს ცალკეული კერების ჩაქრობა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დღის ბოლომდე ხანძარი ლიკვიდირებული იყოს,“ - აცხადებს დავით გელაშვილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია დადებს დასკვნას.

„ამ ეტაპზე მივიღეთ მთლიანობაში განადგურებიული ბავშვთა სამყაროს შენობა“ - განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

მისი თქმით, შენობაში ოქრო არის დაცულ და დაკეტილ მდგომარეობაში. მისი განცხადებით, 3-4 საათის შემდეგ შენობის კონსტრუქცია გაციებას დაიწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ ექსპერტები შესვლას და ტერიტორიის დათვალიერებას. ექსპერტების შემდეგ კი ნელ-ნელა დაიწყება ქონების გამოტანა.

მერიის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, „დააფიქსირეს, რომ ოქრო სადაც ინახება, დაცულ მდგომარეობაშია“.

ზვიად ქაწაშვილის განცხადებით, დილის შემდეგ 215 მეხანძრე ცდილობს ხანძრის ლიკვიდაციას, თუმცა ამ დრომდე რჩება გარკვეული კერები. 

 

დღის ამბები