ბავშთა სამყაროს შენობაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო. როგორც შს მინისტრის მოადგილე განმარტავს, ჯერჯერობით ინფორმაცია, როგორც გაჩნდა ცეცხლი გამოძიებას არ აქვს.
მალანიას განცხადებით, რეაგირება დაგვიანებული არ ყოფილა. მისივე თქმით, დაგვიანდა შეტყობინება.
„რეაგირება დაგვიანებული არ ყოფილა, გვიან შეამჩნიეს როგორც ჩანს. კერა არის უკანა მხარეს, როგორც ჩანს თვითონ შენობაში არ არის, ბაზრობის ტერიტორიაა, მერე გადაედო ბავშვთა სამყაროს. ჯერჯერობით ამ ეტაპზე არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს, დაველოდოთ გამოძიებას,“-განაცხადა ალანიამ.