06 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
ბათუმში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა საცხოვრებელ ფართებს ითხოვს

ბათუმში, თამარის დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა საცხოვრებელ ფართებს ითხოვს. მერიამ დაზარალებულები ერთერთ სასტუმროში დროებით შეასახლა.

ოპოზიცია აჭარის მთავრობისგან მათთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ითხოვს. იმ 12 ოჯახის გარდა, რომლებსაც სახლები დაეწვათ თამარის დასახლებაში, ბარაკებში კიდევ 60 ოჯახი ცხოვრობს.

განცხადება ამასთან დაკავშირებით გაკეთდა აჭარის ეკონომიკის სამინისტროში.

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და ჩვენ, ერთობლივად ვიმსჯელებთ, თუ რა იქნება ოპტიმალური გადაწყვეტილება საიმისოდ, რომ მოსახლეობამ მიიღოს ადეკვატური დახმარება,“ - განაცხადა აჭარის ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსმა. 

დღის ამბები