01 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
ლოს ანჯელესში კინომსახიობთა გილდიის რჩეულები დაასახელეს

ლოს ანჯელესში კინომსახიობთა გილდიის რჩეულები დაასახელეს. ქალებს შორის წლის საუკეთესო მსახიობად ფილმ La La Land-ის მთავარი როლის შემსრულებელი ემა სტოუნი აღიარეს, მამაკაცებს შორის ამავე ნომინაციაში კი დენზელ ვაშინგტონმა გაიმარჯვა.

ფილმ ღობეების კიდევ ერთი ვარსკვლავი ვიოლა დევისი მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი გახდა, ამავე ნომინაციაში მამაკაცებს შორის კი ფილმ მთვარის შუქში შესრულებული როლისთვის მაჰერშალა ალი დააჯილდოვეს.

ცერემონიაზე წლის საუკეთესო სამსახიობო დასად მოულოდნელად ფილმ ფარული ციფრების მონაწილეები დასახელდნენ.

შოუ პოლიტიკური გამოსვლებითაც გამოირჩეოდა. ვარსკვლავების უმეტესობამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო გააკრიტიკა.

დღის ამბები