პროექტის - ასწავლე მაცნეს ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები, - შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა. ლევან მიქელაძის ფონდის ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში, მუსლიმი თემისა და სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდლებისთვის რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა.
ლევან მელიქიძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გეგეშიძე აცხადებს, რომ ამ ჯგუფებთან, დაახლოებით, 10-მდე შეხვედრა და საუბარი შეეხებოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, საქართველოს ევროპეიზაციის თემებს, კონკრეტულ ფასეულობებს.
კათოლიკური სამრევლოების დეკანოზის, მამა ზურაბ კაკაჩიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, რადგან რელიგიურმა თუ ეთნიკურმა უმცირესობებმა ბევრი უფლების შესახებ არ იცოდა, ამ შეხვედრებით კი კმაყოფილები არიან.