01 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებთან - შენობაში შეჭრის მცდელობის დროს ბავშვთა სამყაროს ფასადის ნაწილი ჩამოიშალა [ვიდეო]

რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაზარალებული მოვაჭრეები დამწვარ შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. სწორედ იმ დროს, როდესაც სამართალდამცველები ცდილობდნენ ადგილზე შეკრებილებისთვის აეხსნათ, რომ შენობაში შესვლა მათივე უსაფრთხოების გამო ეკრძალებოდათ, ნაგებობის ფასადის ნაწილი რამდენჯერმე ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მცირე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ვითარება განიმუხტა. ამ ეტაპზე შენობის მიმდებარე ტერიტორიას კვლავ დიდი რაოდენობით საპატრულო პოლიცია იცავს. ადგილზე რჩებიან დაზარალებულებიც.

დღის ამბები