დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესთან სიტყვიერი დაპირისპირების საქმე, რომელზეც რუსთავი 2-ის მხარდამჭერები, ნიკა ნარსია, მირიან დეისაზე კახა გაბუნია იყვნენ ბრალდებულები, განრიდების საფუძველზე შეწყვეტის მიზნით პროკურატურას დაუბრუნდა.
შუალმდგომლობა იმის შესახებ რომ განაჩენის გამოტანა არ მომხდარიყო დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესთან შელაპარაკების საქმეზე და ის პროკურატურას დაბრუნებოდა, დღევანდელ პროცესზე თავად პროკურატურამ დააყენა. განრიდების საფასური 500 ლარია, რომელსაც თითოეული ბრალდებული გადაიხდის.
პროკურატურამ განრიდების საკითხის დაყენების გადაწყვეტილება წინა პროცესზე დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ სამი ახალგაზრდა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან 2015 წლის 2 ოქტომბერს მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას. აქციის დროს მათ შელაპარაკება მოუვიდათ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძესათან, რის გამოც მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას ჯგუფური ხულიგნობა ედებოდათ ბრალად, ხოლო ნიკა ნარსიას ჯგუფური ხულიგნობა ცივი იარაღის გამოყენებით. 3 თვიანი პატიმრობის შემდეგ ახალგაზრდები 3000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა საქმეზე სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდებოდა.