06 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
მასშტაბური ხანძრები საქართველოში - ბოლო 5 წლის განმავლობაში 10 სავაჭრო და გასართობი ობიექტი დაიწვა

საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში არაერთი მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც სავაჭრო და გასართობი ობიექტები დაიწვა:

1. ხანძარი ლილოს ბაზრობაზე – 2012 წლის 15 ნოემბერს ლილოს ბაზრობის ტერიტორია დაიწვა. განადგურდა, დაახლოებით, 30-მდე საბაჭრო ობიექტი 

2. ხანძარი სავაჭრო ცენტრ საბაში – 2013 წლის 26 თებერვალს გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 5 000-7 000 კვ.მ. ფართობი დაიწვა. 

3. ხანძრის შედეგად დამწვარი ევროპარკი – თბილისში 2013 წლის 16 ივლისს გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი შენობა დაიწვა

4. ხანძარი სენაკის ბაზრობაზე – 2014 წლის 25 აგვისტოს გაჩენილმა ხანძარმა 3 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია გაანადგურა, დაიწვა, დაახლოებით, 250-მდე მოვაჭრის საქონელი.

5. ხანძარი ბოშათა ბაზრობაზე – 2014 წლის 16 სექტმებერს ,ვაგზლის მოედანზე ე,წ, ბოშათა ბაზრობა დაიწვა, ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 2500 კვ.მ ფართობი დაიწვა.

6. ხანძარი ხოფას ბაზრობაზე – 2014 წლის 7 დეკემბერს ბათუმში ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც დაშავდა 2 მოვაჭრე

7. ხანძარი ელიავას ბაზრობა – 2014 წლის 27 დეკემბერს ელივას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ბაზრობის ნაწილი დაიწვა

8. ხანძარი ისნის ბაზრობაზე – 2015 წლის 21 იანვარს ისნის ბაზრობას ცეცხლი მოედო, რის შედეგადაც 15-მდე მაღაზია დაიწვა.

9. ხანძარი ელიავას ბაზრობაზე – 2015 წლის 4 აგვსიტოს ელიავას ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საღებავების საწყობს გაუჩნდა. 

10 ხანძარი შავ ბაზრობაზე – 2016 წლის 2 აგვსიტოს ზესტაფონის ბაზარში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, თითქმის, მთელი ბაზრობა დაიწვა.

11. ხანძარი ბავშვთა სამყაროს შენობაში - 2017 წლის 30 იანვარს ბავშვთა სამყაროს მთელ შენობას ცეცხლი მოედო და ის მთლიანად დამწვარია. დაზარალდა ათეულობით ადამიანი.

 

დღის ამბები