01 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
"ნიჭიერი" - დღეს "რუსთავი 2"-ზე ყველაზე სახალხო შოუს ფინალია

დღეს გახდება ცნობილი ვინ მოიპოვებს ამ სეზონზე ნიჭიერის სტატუსს. რუსთავი 2-ზე ყველაზე რეიტინგული და სახალხო შოუს ფინალია. ნიჭიერის ტიტულისთვის 9 კონკურსანტი იბრძოლებს.

სახალხო შოუს კულმინაციამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში რეპეტიციები მიმდინარეობს.

დღეს გადამწყვეტი მაყურებლის ხმაა და სწორედ ის გამოავლენს გამარვჯვებულს. ნიჭიერის ჟიური მაყურებლის სტატუსით დაესწრება შოუს. 

ავტორი: სალომე ბენაშვილი. 

დღის ამბები