სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში კულტურის სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, დაწესებულებას ცეცხლი სახურავიდან გაუჩნდა და მთლიან შენობას მოედო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და კახეთის რამდენიმე რაიონის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რომლებიც ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის დაუდგენელია. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ცეცხლის კერა დაუდევრობის გამო წარმოიშვა.
კულტურის სახლი 20 წელია არ ფუნქციონირებს. შენობის ინფრასტრუქტურა თითქმის მთლიანად დაზიანებულია.