ცეცხლის ლიკვიდაციის შემდეგ ბავშვთა სამყაროს დემონტაჟი, სავარაუდოდ დღეს დაიწყება. ხანძრის ცალკეულ კერებს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ თევდორე მღვდლის ქუჩაზე. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მოვაჭრეებიც.
მათსა და საპატრულო პოლიციას შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. მოვაჭრეები მეხანძრეებს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ.
ხანძრის შედეგად, თითქმის სრულად განადგურდა შენობა და იქ განთავსებული სავაჭრო ობიექტები. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლს მხოლოდ ნულოვანი სართული გადაურჩა, სადაც ძვირფასეულობის საცავია.
“პირველი პრიორიტეტი გვაქვს, რომ საცავებიდან არსებული ფასეულობები გამოვიტანოთ, რომ დავუბრუნოთ მესაკუთრეებს. მეორე პრიორიტეტი გვაქვს ამათ საქმიანობა არ შეწყვიტონ და მათი სურვილის შემთხვევაში, ჩვენ მოვახდინოთ გადანაწილება სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე და ჩვენ დავეხმარებით და მესამე ნაწილი არის, რომ შესამაბიმისი საბანკო ვალდებულებები აქვს ამ ხალხს და ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა განცხადება, რომ მოვახდინოთ შუამდგომლობა, რათა გარკვეული შეღავათები დავუწესოთ,“ - განაცხადა ვიცე მერმა ლაშა აბაშიძემ.
თუმცა, შენობასთან მიახლოება ამ დრომდე ვერ ხერხდება. გვიან ღამემდე ადგილზე იმყოფებოდა თბილისის ვიცე მერი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.