ორ წლიანი პაუზის შემდეგ ჯონ სმიტის სტიპენდიების პროგრამის საქართველოში დაბრუნდებასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა დიდი ბრიტანეთის საელჩოში. შეკრებილებს სიტყვით მიმართა ჯასთინ მაქენზი სმიტმა.
მისი თქმით, სტიპენდიების პროგრამამ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის განსაკუთრებულ მეგობრობას ჩაუყარა საფუძველი.
საღამოს ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ელიზაბეთ სმიტი, პროგრამის ქართველი კურსდამთავრებულები, მთავრობის, სამოქალაქო სექტორის და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.