თბილისის ვიცე მერი ლაშა აბაშიძე, ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდება. აბაშიძე ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მივიდა. მას მედიასთან ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მოვაჭრეები კი შენობიდან კუთვნილი ნივთების გამოტანას ითხოვენ. ისინი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ მოხდეს მათი კუთვნილი ნივთების შენობიდან გამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობაში შეჭრით და გზის გადაკეტივით და შენობის შტურმით აღებით იმუქრებიან. მოვაჭრეების განცხადების შემდეგ ადგილზე დაცვა გააძლიერეს.
ცოტა ხნის წინ მათთან გამოვიდა შენობის ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელმაც მოვაჭრეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება მას შემდეგ, რაც შენობაში უსაფრთხოების ზომებს გაატარებენ.