06 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
მერია "ბავშვთა სამყაროს" შენობაში მოვაჭრეებს სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილებას სთავაზობს

თბილისის მერია სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებს სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილებას სთავაზობს. თბილისის ვიცე მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, უკვე შედგა კომუნიკაცია სხვადასხვა ბაზრობების წარმომადგენლებთან და სურვილის შემთხვევაში, ბავშვთა სამყაროს შენობაში მოვაჭრე პირების გადანაწილება მოხდება.

გარდა ამისა, ვიცე მერი ამბობს, რომ დღეს შედგება შეხვედრა თბილისის მერიაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აბაშიძის თქმით, ხელისუფლება მოვაჭრეებისთვის ბანკებთან შეღავათების შესახებ რეკომენდაციისთვის მზად არის.

”ამ ადამიანებს შევთავაზებთ და თავიანთი სურვილის შემთხვევაში, მოხდება მათი გადანაწილება სხვადასხვა ბაზრობებზე. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა ბაზრობების მესაკუთრეებთან და მზად ვართ, რომ შუამდგომლობა გავუწიოთ და გადავანაწილოთ ეს ხალხი, რომ არ შეწყვიტონ მათ საქმიანობა,” - განაცხადა აბაშიძემ. 

დღის ამბები