ამ წუთებში მერიაში სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა შეხვედრა უნდა დაიწყოს, რომელსაც თბილისის მერი უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.
წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, დაზარალებული მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებაზე იმსჯელონ.
შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელი დაესწრება.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, განადგურებული პროდუქციის მოცულობის და ზიანის დადგენის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სასაქონლო მატერიალური ფასების ჩამოწერას მოახდენს, რათა მათ საგადასახო ვალდებულებები აღარ წარმოექმნათ განადგურებულ საქონელზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ნარმანია განცხადებას გააკეთებს.
ავტორი: ეკო მაღრაძე.