ნიჭიერის გრანდიოზული, მეშვიდე სეზონის გამარჯვებული და ნიჭიერი 2017 -ის სტატუსის მფლობელი ეკატერინე აბულაძე გახდა.
სწორედ 28 წლის მომღერალს გადაეცა საჩუქრად მთავარი პრიზი, 2 ოთახიანი ბინა ბათუმში.
მეშვიდე სეზონის დასასრულს ფავორიტების მხარდასაჭერად 134 ათას 506 ხმა შემოვიდა. აქედან ყველაზე მეტი - 42 % ეკატერინე აბულაძემ მიიღო.
მეგა შოუს ფინალურ კონცერტში სულ 9 კონკურსანტი მონაწილეობდა. ნიჭიერის პარტნიორი კომპანიებისგან თითქმის ყველა კონკურსანტმა მიიღო საჩუქარი.
ნიჭიერის სტატუსის გარეშე დარჩენილი ლაშა გელაშვილი და სერგი დოლიძე რუსთავის 2-ის რჩეული კონკურსანტები გახდნენ.
თითოეული ტელეკომპანიისგან 20000 ლარს მიიღებს.
სახალხო შოუს ჟიურის წევრების და შოუს ხელმძღვანელების აზრით, მეტი ობიექტურობისთვის, მომდევნო სეზონიდან, ხმის მიცემის წესები შეიცვლება.