06 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
„ენმ“ დევნილებისთვის 45 ლარიანი სოციალური დახმარების შესაძლო გაუქმებას აპროტესტებს

ერთიანი ნაციონალურიმოძრაობა საპროტესტო აქციას აანონსებს. პოლიტიკური პარტია აფხაზთა კრებაში შემავალ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, იმ დოკუმენტს გააპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა მთავრობამ დევნილებს 45 ლარიანი სოციალური დახმარება გაუუქმოს. საპროტესტო აქცია დევნილთა სამინისტროსთან 2 თებერვალს 14 საათზე გაიმართება.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა აქტიური კონსულტაციები დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასეთი არის სულ 25 არასამთავრობო ორგანიზაცია და მათი წარმომადგენლები გვესწრებიან აქ. ეს ორგანიზაციები შედიან აფხაზთა კრებაში და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ დავიწყოთ საპროტესტო მოძრაობა იმისათვის, რომ ხელისუფლებამ შეაჩეროს ამ მავნებლური დოკუმენტის მოქმედება,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.

გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას აფხაზთა კრება მხარს უჭერს.

დღის ამბები