გალიდან 52 წლის მამაკაცი საკუთარი სახლიდან შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. 52 წლის გერონტი ცატავას გამტაცებლები გამოსყიდვის მიზნით ოჯახს 200 ათას რუსულ რუბლს თხოვენ.
გატაცებულის დის მადონა ცატავა აღნიშნავს, რომ გამტაცებლები თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისი ძმას, გერონტი ცატავას 10-დან 12-წლამდე პატიმრობას დაემუქრნენ.
გატაცებულის ახლობლები საქართველოს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.