თბილისის მერიასთან ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე ტანსაცმლით მოვაჭრეების მიერ გამართულ აქციაზე საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი დედაქალაქის მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
„ნება იბოძოს ბატონმა ნარმანიამ, გამოიჩინოს ფხა და მთავრობა აიძულოს, რომელმაც მიზნობრივი ტრანსფერი შეიძლება რომ გადმოსცეს მერიას და რომლის საშუალებითაც ამ ადამიანებს დახმარებას აღმოუჩენს, “- განაცხადა მარინა დათუკიშვილმა.
აქციაზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნაა კომპენსაციის მიღება. მოვაჭრეები თბილისის მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა დაცვა მათ ამის საშულებას არ აძლევდა, თუმცა საბოლოოდ, აქციის სამი მონაწილე მერიის შენობაში შევიდა.
ავტორი: ეკო მაღრაძე.