06 ნოემბერი 2024,   03:14
ვრცლად
აჭარაში კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზები მშობლიური ენის შესწავლას შეძლებენ

აჭარაში კომპაქტურად მცხოვრებ აფხაზებს დღეიდან საშუალება აქვთ მშობლიური ენა და ლიტერატურა სკოლებში ისწავლონ.

კლასები ფერიისა და ბათუმის მე-14 საჯარო სკოლებში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გახსნა.

ქეთევან ციხელაშვილი ქართულ და აფხაზურ ენებზე დადგმულ სპექტაკლსაც დაესწრო, მსურველებისთვის კვირაში 4 გაკვეთილი ჩატარდება.

”ჩვენ გვქონდა შეხვედრა აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან. იყო თხოვნა, ბათუმში შეიქმნას აფხაზური ენის შემსწავლელი კურსები. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს თხოვნა,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

დღის ამბები