06 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
ალტერნატიული ფართი და სესხების გადავადება - ტანსაცმლით მოვაჭრეებისთვის მერიის შეთავაზება მიუღებელია

თბილისის მერიასთან ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე ტანსაცმლით მოვაჭრეების მიერ გამართული აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.

მანამდე კი აქციის სამი მონაწილე მერიის შენობაში შევიდა მოსალაპარაკებლად. მათ მერიის წარმომადგენლებმა ალტერნატიული ფართი და სესხების გადავადება შესთავაზეს, თუმცა აქციის მონაწილეებისთვის აღნიშნული შეთავაზება მიუღებელია.

მათი მთავარი მოთხოვნა თანხის მიღება და ზარალის ანაზღაურებაა.

კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და აღნიშნა, რომ ქონების ანაზღაურება სადაზღვეო სისტემით უნდა ხდებოდეს. 

„რაც შეეხება, მერიის მხრიდან კომპენსაციის გაცემის საკითხს, ეს ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგანაც ისინი მეწარმეები არიან,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები