06 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
სურების მთებში 29 წლის მამაკაცი გაყინული იპოვეს

29 წლის მამაკაცი ემსხვერპლა დიდთოვლობას გურიაში. ახალგაზრდის ცხედარი სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით გაყინული იპოვეს. გარდაცვლილს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა სტუმრად მეზობელ სოფელში იმყოფებოდა და სახლში საფეხმავლო ბილიკით - მთის გავლით ბრუნდებოდა რა დროსაც გაიყინა. 

გურიის სოფლების მიმართულებით დღეს გზების გაწმენდა მიმდინარეობს. დიდთოვლობის გამო, სოფლების უმეტესობაში გზებ იყო ჩაკეტილი და ტრანსპორტირებს შეზღუდული იყო, დღეს დილიდან კი მათ ნაწილში მოძრაობა აღდგა.

არ ფუნქციონირებდა ავტოსადგურებიც, რომლებმაც დღეს მუშაობა განაახლეს. 

დღის ამბები