06 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
უბედური შემთხვევა ბათუმში - დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

უბედური შემთხვევა ბათუმში - დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილია 75 წლის ქალბატონი და 50 წლამდე მამაკაცი. 

მეზობლების თქმით, ოჯახის წევრები 5 დღის განმავლობაში არ გამოჩენილან, რის შემდეგაც მათ ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ კი ბინაში ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა.

დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მეზობლები გაყინვას არ გამორიცხავენ. მათი ინფორმაციით, ოჯახს ეკონომიურად უჭირდა და რამდენიმე დღეა, მათ ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ისინი სოციალურად დაუცველები იყვნენ და მათივე თქმით, მამაკაცს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავი2-თან საუბრისას განმარტავს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციითვე, დანიშნულია ექსპერტიზა.

დღის ამბები