06 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
დაპირისპირება მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის - ”ბავშვთა სამყაროს” რამდენიმე მოვაჭრე დაკავებულია

ფიზიკური დაპირისპირება ბავშვთა სამყაროს შენობაში მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. ინციდენტი ხანძრის შედეგად დაზარალებულების მიერ თამარ მეფის გამზირის სავალი ნაწილის გადაკეტვას მოჰყვა.

მოვაჭრეები ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლების მისვლას და სავაჭრო ცენტრში საკუთარი ნივთების გამოტანის მიზნით შესვლას მოითხოვდნენ.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ დაპირებისამებრ დღეს 11:00 საათზე ისინი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დამწვარ შენობაში უნდა შეეშვათ, თუმცა დღეს მათთან არავინ მისულა.

რამდენიმე დღის წინ სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები ამბობენ, რომ თუ დღეს მათი შენობაში შეყვანა არ მოხდება, ისინი კუთვნილი ძვირფასი ნივთების გამოსატანად ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით შევლენ.

ამ დროისთვის სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება, ძალის გამოყენებით შეძლეს.  

დღის ამბები