02 მაისი 2024,   05:37
ვრცლად
ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენა პარლამენტში - წარდგენას ურთიერთბრალდებები და კამათი მოჰყვა

დღეს სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოუსმინეს. უჩა ნანუაშვილის 800-გვერდიანი დოკუმენტიც სწორედ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზეა აგებული, თუმცა როდესაც კრიტიკა სასამართლო სისტემასა და ძალოვან უწყებებს შეეხო, მმართველმა გუნდმა სახალხო დამცველი უკვე არაობიექტურობაში დაადანაშაულა.

ომბუდსმენის ანგარიშში პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გამოქვეყნების საქმეები აისახა, რომელთა შესახებ გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.

უჩა ნანუაშვილის სიტყვით გამოსვლას სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

სახალხო დამცველის დოკუმენტში ცალკე თავი რუსთავი2-ის საქმესაც ეთმობა. უჩა ნანუაშვილმა ზოგადად სასამართლო სისტემაში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.

დღეს სახალხო დამცველის რეკომენდაციების მოსასმენად, თავდაცვის, იუსტიციისა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.

უჩა ნანუაშვილი დოკუმენტს უახლოესი დღეების განმავლობაში სხვადასხვა კომიტეტებს გააცნობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები