02 მაისი 2024,   07:58
ვრცლად
აშშ-ის ულტიმატუმი რუსეთს - რექს ტილერსონი სირიის საკითხზე მოსკოვის დათანხმებას ცდილობს

სახელმწიფო მდივნის რანგში პირველი ვიზიტით რექს ტილერსონი მოსკოვში ულტიმატუმით ჩავიდა. ამერიკის პირველი დიპლომატი შეეცდება, რუსეთი სირიის რეჟიმის მხარდაჭერის შეწყვეტაზე დაიყოლიოს.

ამ მიზნით ჯერ თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს, შეხვდება, დღის მეორე ნახევარში კი შესაძლოა, მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინთან გამართოს, რომელმაც წლების წინ მას, როგორც რუსეთის მეგობარს, ორდენიც კი გადასცა.

თავად ვლადიმერ პუტინი იდლობში ქიმიურ შეტევას, რომელსაც 100 ადამიანი ემსხვერპლა, პროვოკაციად აფასებს. თუმცა, ვაშინგტონს იდლობის ტრაგედიაზე ახალი მტკიცებულებები აქვს.

დაზვერვის სამსახურის ცნობით, ქიმიური შეტევის შესახებ რუსეთისთვის ცნობილი იყო, რადგან დაბომბვის შემდეგ სამიზნის თავზე რუსული მზვერავი თვითმფრინავი დაფრინავდა.

ამერიკელები ვარაუდობენ, რომ ამით რუსეთიც და სირიაც ქიმიური შეტევის ფაქტების დამალვას ცდილობდნენ.

 

 

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

დღის ამბები