02 მაისი 2024,   05:14
ვრცლად
აფეთქება დორტმუნდის ბორუსიას ავტობუსში

ცოტა ხნის წინ საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის ბორუსიას ავტობუსი აფეთქდა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სდაც ნათქვმია, რომ ავტობუსი მაშინ აფეთქდა, როდესაც ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის სტადიონზე მიჰყავდა.  

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტობუსის მინები ჩამსხვრეულია. 

ერთ-ერთი ფეხბურთელი, მარკ ბარტა, დაშავდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გუნდის დანარჩენი წევრები კი, როგორც თავად პოსტავენ სოციალურ ქსელებში, უვნებლები არიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო სამსახურის ბრიგადები. თუმცა, მიზეზებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.      

დღის ამბები