02 მაისი 2024,   04:23
ვრცლად
ხმაური და ცხარე კამათი არჩევანში - პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობას ხმაური მოჰყვა

არჩევანის ეთერში პრეზიდენტის არჩევის წესზე მსჯელობდნენ. ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის განსხვავებული მოსზრებები აქვთ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა, პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას აღნიშნა, რომ ვადაზე მსჯელობა საკონსტიტუციო კომისიის კომპეტენციაა.

საპარლამენტო უმცირესობის მდივნის, ირაკლი აბესაძის, თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შემთხვევაში, ხელისუფლება საზოგადოების აზრს აღარ გაითვალისწინებს. ირაკლი აბესაძის თქმით, ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის წევრების ინტერესებზეა გათვლილი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა.

ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, პოლიტიკური სივრცის შევიწროებას ბიძინა ივანიშვილის ცდილობს, რის მაგალითადაც პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება მოჰყავს. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრეზინდენტის სტატუსზე უნდა მიდიოდეს მსჯელობა და არა პირდაპირ ან არაპირდაპირ არჩევეის წესზე. 

"ლეგიტიმური მიზანი არ შეიძლება, იყოს პრეზიდენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი წესით არჩევა. ლეგიტიმური მიზანი არის პრეზიდენტის სტატუსი, როგორი სტატუსის გვინდა," - აცხადებს გიორგი კახიანი.

მან ისიც  თქვა, რომ მარგველაშვილი იმიტომ აირჩიეს, რომ მას ქართული ოცნების მხარდაჭერა ჰქონდა და ამის მერეც ასე იქნება, არჩევის წესი რომ არ შეიცვალოს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

"პირდაპირ თქვით, რომ ამ ქვეყანაში ვისაც არ ექნება ივანიშვილის მხარდაჭერა, ამ ქვეყაბაში აღარასოდეს ექნება შანსი, რომ არჩეული იყოს," - მიმართა სალომე სამადაშვილმა.   

დღის ამბები