02 მაისი 2024,   07:03
ვრცლად
უბლოკოდ საქართველოში ხელისუფლება არ შეცვლილა - მამუკა კაციტაძე ბლოკების გაუქმების ინიციატივას აფასებს

ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ, მამუკა კაციტაძემ, გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქართული რეალობიდან გამომდინარე, მმართველი გუნდის მიერ მანდატების განაწილების შემოთავაზებული ვარიანტი მისთვის მიუღებელია.  

„როცა ამ რეალობას აწყდები და ამას წერ, მე სხვა არაფერი დამრჩენია, რომ ვიფიქრო, პროექტი 20/30 აქაც ჩანს,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

არჩევანის ეთერში მამუკა კაციტაძემ ბლოკების გაუქმებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ოთხივე ხელისუფლება სწორედ ბლოკმა შეცვალა.

„უბლოკოდ საქართველოში ხელისუფლება არ შეცვლილა, ესაც ქართული პრაქტიკაა და თქვენ დღეს გვეუბნებით, რომ ოპოზიცის გაძლიერებისთვის, სუსტი პარტიების გაძლიერებისთვის გაუნაწილებელ მანდატებს ჩვენ წავიღებთ, ბლოკები თქვენ არ უნდა გქონდეთ და მოდით, განვავითაროთ სისტემაო,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.  

დღის ამბები