02 მაისი 2024,   06:31
ვრცლად
ქართული ოცნება აღმოჩნდა საკუთარი არასერიოზული პიარკამპანიის ტყვეობაში - შალვა შავგულიძე ქორწინების ცნებაზე

ქართული ოცნება აღმოჩნდა საკუთარი არასერიოზული პიარკამპანიის ტყვეობაში,“ - ეს განცხადება გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ, კონსტიტუციაში ოჯახის ცნების შეტანის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

მისი აზრით, ეს საკითხი კონსტიტუციაში არ უნდა ჩაიწეროს.

„ამის კონსტიტუციურ რანგში ატანა არანაირ ლეგიტიმურ და გონივრულ მიზანს არ შეიძლება, მოემსახუროს,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისი აზრით, მსგავსმა ჩანაწერმა შესაძლოა, სამართლებრივი პრობლემაც წარმოშვას.

„ვინ ითვლება ქალად და ვინ ითვლება კაცად, ვინ შეამოწმებს იმას, რა ორიენტაციის არის ოჯახის თითოეული წევრი, რათა ჩაითვალოს ეს ოჯახად და ქორწინებად? ეს არის თემა, რომელთან მიმართებითაც ასეთი მიდგომა იყო გაუმართლებელი, ეს იყო წმინდა პოლიტიკური პიარსვლა საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან ქულების დასაწერად,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მან საარჩევნო სისტემის ცვლილებებზეც ისაუბრა.

შალვა შავგულიძის აზრით, მმართველი გუნდის მიერ ბარიერის შენარჩუნების, ბლოკების აკრძალვისა და გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნების შედეგად ქვეყანაში არა სტაბილურობის, არამედ უსამართლობის წინაპირობაა.

"ამას ჰქვის შუის გაკრეფა. დარჩება ერთი პარტია, რომელიც თავის თავზე მოირგებს ყველაფერს და შეიძლება, მისი სურვილის შემთხვევაში გავიდეს ოპოზიციური პარტია, რომელიც მასთან ყოველთვის წააგებს," - განაცხადა შალვა შავგულიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები