02 მაისი 2024,   08:03
ვრცლად
ივანიშვილმა გაააქტიურა საქართველოს რუსეთზე მიყიდვის შეთანხმებული, დამაგვირგვინებელი ეტაპი - შალვა ნათელაშვილი

რუსეთის საგარეო საქმეთ მინისტრის მიერ სოხუმში რუსეთის საელჩოს გახსნის საკითხი არასაპარლამენტო ოპოზიციამ შეაფასა. პოლიტიკოსები ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებულ მოვლენებში ბრალს ბიძინა ივანიშვილს დებენ.

„მიტაცებული ძალაუფლების გამოყენებით, ოლიგარქმა ივანიშვილმა გაააქტიურა საქართველოს რუსეთზე მიყიდვის შეთანხმებული, დამაგვირგვინებელი ეტაპი. გუშინ, სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გახსნა საელჩოს შენობა. მანამდე საქართველო გადაიღობა, აივსო ოკუპანტთა სამხედრო ბაზებით, სეპარატისტთა ჯარების საბაჟოები გაერთიანდა რუსულ სტრუქტურებში, ამოიძირკვა ქართული ტოპონიმები და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა. აფხაზეთი და ცხინვალი რეგიონი სამუდამოდ დაკარგულია,“ - განაცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა.

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში უნდა ჩასულიყვნენ.

„ბრალს ვდებ ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას უმოქმედობაში, უუნარობაში და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების რეალურად ხელყოფაში. კეთილი რომ ენება საქართველოს ახალ ხელისუფლებას, ჩასულიყო მოსკოვში, გაემართა პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან და მათ შორის რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრთან, მე დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ჩვენ არ გვექნებოდა ის რეალობა აფხაზეთსა და ოსეთში, რომელიც გვაქვს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები