02 მაისი 2024,   03:44
ვრცლად
მაშინ გამოვუცხადეთ კომისიის მუშაობას ბოიკოტი, როდესაც აშკარა გახდა, რომ კონსტიტუციის მორგება ივანიშვილის სურვილებზე მიდის- ნინო ბურჯანაძე

საკონსტიტუციო კომისიას დღეს ბოიკოტი პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ გამოუცხადა. საბჭოში 15 პარტიაა გაერთიანებული. 

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის აზრით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები ბიძინა ივანიშვილს ინტერესებზეა გათვლილი. 

„დღეს ვისმენდით ძალიან სასაცილო განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ თურმე ბოიკოტს აზრი აღარ აქვს, ვინაიდან კომისიამ მუშაობა დაამთავრა. ეს არის ტყუილი, იმიტომ, რომ კომისიას მუშაობა არ დაუმთავრებია, კომისია მუშაობას ამთავრებს კვირის ბოლოს. დიახ, ჩვენ მაშინ გამოვუცხადეთ კომისიის მუშაობას ბოიკოტი, როდესაც სრულიად საბოლოოდ თვალნათელი და აშკარა გახდა, რომ კონსტიტუციის მორგება ბიძინა ივანიშვილის სურვილებზე მიდის,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

დღის ამბები