02 მაისი 2024,   06:58
ვრცლად
ერაყში ISIS-ის ტერორისტებმა სამთავრობო ძალებზე თავდასხმის დროს მდოგვის გაზი გამოიყენეს

ერაყის ქალაქ მოსულში სამთავრობო ძალების ბაზაზე შეტევის დროს ტერორისტებმა მდოგვის გაზი გამოიყენეს. დაშავდა 25 ერაყელი სამხედრო. უმეტესობას სამედიცინო დახმარება სამხედრო ნაწილშივე აღმოუჩინეს. თუმცა, 6 ჯარისკაცს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და მათი საველე ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო.

ბაზაზე ავსტრალიელი და ამერიკელი ინსტრუქტორებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ISIS-ის ტერორისტებმა ერაყის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ მომწამვლელი გაზი უკვე მეორედ გამოიყენეს.

დღის ამბები