02 მაისი 2024,   04:12
ვრცლად
ისეთ თემებზე იყოს საუბარი, რომ ღია სხდომაზე ამაზე ვერ ვისაუბრებდით - ვახტანგ გობელაური

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მიუხედავად ხმაურიანი სხდომისა, პარლამენტში საკუთარი გამოსვლით კმაყოფილია. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის შეეცადა მოხსენებაში მაქსიმალურად ბევრი თემა მოეცვა.

„ისეთ თემებზე იყოს საუბარი, რომ ღია სხდომაზე ამაზე ვერ ვისაუბრებდით ვერანაირად. ძველი თემები გავიხსენეთ, 2012-მდე, გავიხსენეთ დღევანდელი ახალი თემები, იყო ოთხოზორიას საკითხი და კიდევ სხვადასხვა თემა. მე ვფიქრობ, ბევრ კითხვაზე გავეცით ამომწურავი პასუხი,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

უსაფრთოების სამსახურის ხელმძღვანელი დღეს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით წარდგა.

ვახტანგ გომელაურმა არც უარყო და არც დაადასტურა, რომ უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატებს შორის სუს-ის წარმომადგენლები იქნებიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები