02 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
რუსეთი ცდილობს ოკუპირებულ აფხაზეთს საერთაშორისო მხარდაჭერით დაეხმაროს - შეფასებები და კრიტიკა

ორმაგი მოქალაქეობის მიღების გამარტივებაზე ხაჯიმბას თხოვნა დაკმაყოფილებულია. მოსკოვი ამ პროცედურების დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს. პარალელურად, რუსეთი კვლავ შეეცდება სოხუმს საერთაშორისო მხარდაჭერით დაეხმაროს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ოფიციალური თბილისი აიძულოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

რუსეთის წარმომადგენელს არც ის დაუმალავს, რომ მზად არის ოკუპირებული აფხაზეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაშიც იხილოს, რომელიც მოსკოვმა ნატოს ალტერნატივად შექმნა.

პოლიტიკოსები და ექსპერტები სოხუმში სერგეი ლავროვის საზეიმო დახვედრას საქართველოს ანექსიად აფასებენ.

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ამ საკითხის გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე დაყენებას გეგმავს. თუმცა, როდის შედგება მათი შეხვედრა, უცნობია.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის აზრით, კრემლის ასეთი ქმედებები საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის ბრალია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებულ აფხაზეთს 2 დღის განმავლობაში სტუმრობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები