02 მაისი 2024,   07:50
ვრცლად
დავით ნარმანია მერის არჩევნებში მეორე ვადით მონაწილეობისთვის მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას ელოდება

პოლიტიკური პარტიები დედაქალაქის მერობის შესაძლო კანდიდატებს განიხილავენ. ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას მმართველ პარტიაშიც ადასტურებენ.

კონსულტაციების დასრულებას დავით ნარმანიაც ელოდება. მოქმედი მერის განცხადებით, ამ თემაზე გადაწყვეტილება ქართულ ოცნებაში ჯერ არ მიუღიათ. უმრავლესობის კრიტერიუმების მიხედვით, კანდიდატი სამეურნეო საქმიანობაში კარგად გარკვეული უნდა იყოს და ქალაქსაც კარგად უნდა იცნობდეს.

„გადაწყვეტილების მიხედვით იქნება კანდიდატურა შერჩეული. რაც ყველაზე მთავარია და ვიცით, არის ის, რომ კრიტერიუმები და მოთხოვნები ჩვენი გუნდის მხრიდან კანდიდატთან დაკავშირებით, იქნება უცვლელი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები