02 მაისი 2024,   06:44
ვრცლად
დავით მათიკაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი აცხდაბს, რომ საპარლამენტო მმართველობა ქვეყნისთვის გაცილებით მომგებიანია. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტს არანაირი უფლებები არ ერთმევა. 

განსხვავებული აქცენტების ეთერში უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიის საბოლოო პროექტის გაცნობის შემდეგ, თუ ვენეციის კომისია დაიწუნებს რომელიმე პუნქტს, ისინი მათ შენიშვნებს გაითვალისწინებენ. 

„თუკი ვენეციის კომისია რომელიმე პუნქტს დაიწუნებს, სახელმწიფო საკონსტიტუციო მუშაობის შემდგომ შექმნილი საკონსტიტუციო კანონის პროექტიდან, ჩვენ ამაზე ვიტყვით უარს,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

ენმ-ის წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, მმართველი გუნდი ხალხის ძალას უგულებელყოფს. კამათი ნიკა მელიასა და დავით მათიკაშვილს შორის პრეზიდენტის უფლებების შესუსტებასა და გაუნაწილებელ მანდატებზე დისკუსიას მოჰყვა. 

დავით მათიკაშვილმა განმარტა, რომ 5 პროცენტიანი ზღვარი საკმაოდ კარგია პოლიტიკური პარტიებისთვის. დავით მათიკაშვილის თქმით, ისინი ყველასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

 

დღის ამბები