02 მაისი 2024,   06:25
ვრცლად
მამუკა ახვლედიანმა მმართველი გუნდის 8 წევრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა მმართველი გუნდის 8 წევრის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. პატივისა და ღირსების შელახვისთვის  ის თეა წულუკაინს, ეკა ბესელიას, არჩილ თალაკვაძეს, მამუკა მდინარაძეს, ზვიად ძიძიგურს, ლევან გოგიჩაიშვილსა და ნიკოლოზ მჟავანაძეს უჩივის.  

მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა. ის მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, ასევე ბოდიშს და თითოსგან 10 ათას ლარს. 

„ეს პერიოდი იყო, როდესაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს ანგარიშები მაქვს, მოსამართლეობის პერიოდში რაღაც უკანონო ქონება მოვიპოვე. დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ თითქოს კანონის მიღებას აპირებენ მოსამართლის ღირსების დასაცავად, კონკრეტული საქმე შეტანილია და გამოჩნდება სასამართლო როგორ რეაგირებს მოსამართლის ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელებაზე,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

 

დღის ამბები