02 მაისი 2024,   04:46
ვრცლად
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ერთი პარტიის მიერ კონსტიტუციის მიღების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაცია იწყებს ახალ კამპანიას, რომლითაც მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციის ახალ პროექტზე ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას მოუწოდებს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის სმს-ს ან ელექტრონული ფოსტით შეტყობინება გაუგზავნოს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ „მხოლოდ ერთი პარტიის მიერ კონსტიტუციის მიღება დაუშვებელია!“

„მხოლოდ ერთი პარტიის მიერ კონსტიტუციის მიღება დაუშვებელია! გაუგზავნე ეს შეტყობინება სმს-ით ან ელექტრონული ფოსტით "ქართული ოცნების" დეპუტატს. მათი ელექტრონული ფოსტის მისამართები მოცემულია ბმულზე: https://goo.gl/3otMMN,“ - აღნიშნულია არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ ტექსტში. 

დღის ამბები