02 მაისი 2024,   06:09
ვრცლად
არ ჩაერთვება, რადგან გასულია პოლიტიკიდან - ნუკრი ქანთარია ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობაზე

„ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება, ეს მისი გადაწყვეტია,“  - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ნუკრი ქანთარია ბიძინა ივანიშვილის თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიაში შესაძლო მონაწილეობის მიღებას.

ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილი არ ერევა წინასაარჩევნო კამპანიაში, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ გუნდს გვერდში დაუდგეს.

„ალბათ, არ ჩაერთვება ის იმიტომ, რომ გასულია პოლიტიკიდან ამ შემთხვევაში და წინა პერიოდს თუ გავიხსენებთ, მან როგორც მოქალაქემ ჩათვალა, რა თქმა უნდა, რომ გვერდზე უნდა დადგომოდა იმ გუნდს, რომელიც მან ჩამოაყალიბა. ახლაც შეიძლება მას ეს აზრი გაუჩნდეს და როგორც მოქალაქეს, მას ამისი უფლება აქვს,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარია, ბიძინა ივანიშვილს ნომერ პირველ პოლიტიკოსად ასახელებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილს აღარ დაკონტაქტებია. მან ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის აუცილებლობა არ დგას.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძის დასახელებაზე გუნდში კონსენსუსი არსებობს, თუმცა პოლიტსაბჭოზე ეს საკითხი ჯერ არ განხილულა.

„კალაძემ მოახერხა პერსპექტივაში, ძალიან მოკლე დროში პოლიტიკურად მომწიფება და გაზრდა და ეს თვალში საცემია, მგონი ყველასთვის, როგორც ორგანიზაციული უნარი გამოამჟღავნა, ასევე ძალიან ბევრი პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი თვისებები,“ - აცხადებს ნუკრი ქანთარია. 

ნუკრი ქანთარია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში „ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის დაცვის“ დაფიქსირება ქვეყნის ძირითად სულისკვეთებას გამოხატავს.

მისი ინიციატივით, ახალი კონსტიტუციის პირველი თავის მე-5 მუხლში ცვლილება შეიტანეს. 

დღის ამბები