02 მაისი 2024,   06:38
ვრცლად
„კონსტიტუციაში ჩაწერეს სადღეგრძელო" - სერგი კაპანაძე მმართველ გუნდს აკრიტიკებს

"კონსტიტუციაში ჩაწერეს სადღეგრძელო ეროვნული თვითმყოფადობის შესახებ და უხარიათ, მეობა და ვაჟკაცობა ჩაწერეს კონსტიტუციაში. ასეთ სამარცხვინო დონეზე მივედით," - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციის წევრმა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" გააკრიტიკა.

"საქართველოს მოქალაქეებს თავზე დაგვახიეს კონსტიტუცია, ჩვენ გვაქვს პოლარიზებული საზოგადოება, ეს ყველაფერი ამ პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა, რომელიც ივანიშვილმა მოიყვანა. ეს არის გუნდი, რომელშიც არიან ულტრამემარჯვენე, ფაშისტური მოსაზრებების მქონე ადამიანები, მეორეს მხრივ, არიან ულტრამემარცხენე, სოციალისტური, კომუნისტური იდეების მქონე ადამიანები, შიგნით არიან ახალგაზრდა ლიბერალები. ივანიშვილმა უცნაური ცომი მოზილა," - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები